Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრებმა კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში "ძირითადად" მხარი დაუჭირეს


ბრიუსელში დღეს გაიმართა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა, ბლოკში შემავალი ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს მოკლედ უამბო საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ.


აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას.
შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთნხმნენ.
მაგრამ ის, თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ცოტა მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში.

12 მარტიდან, დანიელსონმა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG