Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში


აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ „ერთიანი ნააციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩამოწერილია შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

„პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია შეთანხმებაზე. თუ იქნება სწრაფი ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პარლამენტში, მოხდება გარდამავალ, ტრანზიციულ პარლამენტში შესვლა. იმისთვის, რომ ამ სწრაფი ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადდეს რეფორმები“, - აცხადებს მინაშვილი.

პოლიტიკოსი მოლაპარაკებებში ოპოზიციისთვის ორ მთავარ თემას ასახელებს:

„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, მათ შორის, ჩვენთვის განსაკუთრებით არის ორი მთავარი სააკითხი - ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. მოლაპარაკებები გრძელდება, ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე და ვნახოთ რა შედეგი დადგება.

იმ განწყობით, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს განწყობა გამოიკვეთა ღია კომუნიკაციაში, რაც თქვა 16 მარტს ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 15 მარტს, მარტივი არ იქნება [შეთანხმება].

თუ ეს ხალხი უარს იტყვის იმ მთავარ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირისა და ევროპის წინააღმდეგ“.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან თქვა, ორმ პირველ საკითხებად არ განიხილება „პოლიტპატიმრებისა" და რიგგარეშე არჩევნების თემა.

XS
SM
MD
LG