Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ახმად ზაკაევის წინააღმდეგ


ახმად ზაკაევი. 2013 წ. ფოტო.
ახმად ზაკაევი. 2013 წ. ფოტო.

ჩეჩნეთში ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სეპარატისტული იჩკერიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერის, ახმად ზაკაევის მიმართ, რომელიც 19 წლის განმავლობაში ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში.

ახალი საქმის აღძვრის საბაბი გახდა ზაკაევის განცხადება, რომელშიც მან დაიცვა საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის სავარაუდო მეომრები, რომლებიც მიმდინარე წლის იანვარში მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება.

ჟურნალისტთა თქმით, საქმე ეხება ზაკაევის ვიდეომიმართვას, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა და შემდეგ კვლავ აიღეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთის საკითხების საგამოძიებო კომიტეტი ოფიციალურად არ იტყობინება ზაკაევის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ.

ზაკაევი არაერთხელ გამოსულა ჩეჩნეთის მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით. 2020 წლის შემოდგომაზე იჩკერიის ყოფილი „პრემიერი“ შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, მარგარეტ ცედერფელტს და მას ესაუბრა ჩეჩნეთში გაუსამართლებლად ანგარიშსწორების ფაქტებზე.

XS
SM
MD
LG