უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, 10 მარტს ოდესის პორტში შევიდა ნატოს სამი ქვეყნის: თურქეთის, ესპანეთისა და რუმინეთის სამხედრო გემები, რომლებიც ნატოს მეორე მუდმივ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფში არიან გაერთიანებული. ალიანსის 4 სამხედრო გემი მასპინძელი უკრიანის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით ჩაატარებენ წვრთნას შავი ზღვის აკვატორიაში.
ნატოს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი - ეს არის ალიანსის სწრაფი რეაგირების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც შედგება სამეთაურო ხომალდისა და არა უმეტეს 7-8 გემისგან. ამ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს საზღვაო ნაღმები მოძებნა და განადგურება, ასევე ხომალდების თანხლება და გაცილება ნაღმებიანი დაბრკოლებების გავლით.
ყველაზე პოპულარული
1