Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ხანძრის დროს ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს 


ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი, სადაც მეხანძრე-მაშველებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ერთი პირი გარდაცვლილი იპოვეს, სამი მცხოვრები ხანძრიდან გამოიყვანეს. სახლში სულ ხუთი ოჯახი ცხოვრობს.

"ხანძარი ლოკალიზებულია. ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

მეხანძრეებთან ერთად შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ბათუმის მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები. ადგილზე მყოფმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება, რომლითაც ხანძრის გამომწვევი მიზეზები უნდა დადგინდეს.

"ამ ეტაპზე არც ხანძრის გამომწვევი და არც მოქალაქის დაღუპვის მიზეზები არაა დადგენილი, როგორც მოგახსენეთ, გამოძიება ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. დაზარალებულების მდგომარეობას კი მუნიციპალიტეტის სამსახურები შეისწავლიან და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა

"დავინახეთ კვამლი, მივხვდით ხანძარი იყო. რისგან გაჩნდა არ ვიცით არაფერი. ამ ბინაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობდა. სახანძროში დავრეკეთ და ჩვენი ძალებით დავიწყეთ ჩაქრობა. მაგრამ ვერ მოვახერხეთ, საკმაოდ დიდი დაკვამლიანება იყო და ცეცხლიც დიდი იყო უკვე. ვერ დადიოდა ფეხები ტკიოდა, ამიტომ ვერ გამოვიდა. მხოლოდ ეს ერთი ბინა, მისი ოთახი დაიწვა", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG