Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ბრალი წაუყენეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირს", ახრა ავიძბას


იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ახრა ავიძბას უპოვეს. 5 მარტი, 2021 წელი
იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ახრა ავიძბას უპოვეს. 5 მარტი, 2021 წელი

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამოძიებამ ბრალდება წაუყენა დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწეს, ახრა ავიძბას, რომელიც 4 მარტს დააკავეს სოხუმში. ბრალდება გულისხმობს იარაღის უკანონო შენახვას. ამის თაობაზე იტყობინება „ეხო კავკაზა“, ავიძბას ადვოკატზე დაყრდნობით, რომელიც შეხვდა ბრალდებულს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში.

ავიძბა ცნობილი საველე მეთაურია, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იბრძოდა. ის, როგორც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობის უმეტესობა, რუსეთის მოქალაქეა. ავიძბასთან ერთად, მისი ცოლის თქმით, დააკავეს მისი ხუთი მეგობარი, რომლებიც ასევე უკრაინაში იბრძოდნენ.

იარაღის უკანონო შენახვისთვის დე ფაქტო კანონმდებლობით მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავიძბა დონბასის ომის მონაწილეა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.

ის შარშან ივნისში დაინიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. ნოემბერში დაწერა განცხადება განთავისუფლებაზე, რადგან „დაკარგა საერთო საქმის მიმართ რწმენა“. ავიძბამ დაკავებამდე გაავრცელა ინფორმაცია ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG