Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ერაყში ესტუმრა რეგიონს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო სამი წლის განმავლობაში


რომის პაპი სიტყვით გამოდის სირიულ კათოლიკურ, "უბიწო ჩასახვის" (ალ-ტაჰირა-კუბრა) ეკლესიაში ყარაყოშში, მოსულიდან 30 კილომეტრში. 2021 წლის 7 მარტი
რომის პაპი სიტყვით გამოდის სირიულ კათოლიკურ, "უბიწო ჩასახვის" (ალ-ტაჰირა-კუბრა) ეკლესიაში ყარაყოშში, მოსულიდან 30 კილომეტრში. 2021 წლის 7 მარტი

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის ომის მსხვერპლისთვის ილოცა უძველეს ეკლესიაში ერაყის ჩრდილოეთის ქალაქ მოსულში, რომელიც 2014 წელს დაიკავა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ და იქ არსებული უძველესი ქრისტიანული თემი გაანადგურა. სამი წლის წინ ისლამისტები არეალიდან განდევნეს.

მლოცველები 7 მარტს შეიკრიბნენ „უბიწო ჩასახვის“ (ალ-ტაჰირა-კუბრა) ეკლესიის ეზოში, რომელიც ერთ-ერთი უძველესია იმ 14 ეკლესიას შორის, რომლებიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაანადგურა.

კათოლიკეთა 84 წლის მამამთავარმა სთხოვა ერაყელ, ახლოაღმოსავლელ ქრისტიანებს, დარჩნენ სამშობლოში. პაპის თქმით, ქრისტიანთა „ტრაგიკული“ გამოსვლა რეგიონიდან არა მხოლოდ საკუთრივ მათ და მათ თემს, არამედ იმ საზოგადოებასაც აყენებს ზიანს, რომელსაც ტოვებენ.

ვატიკანისთვის ერაყში ქრისტიანების დარჩენა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა შეინარჩუნოს მრევლი არეალში, სადაც ისინი ქრისტეს პერიოდიდან არსებობენ.

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსულის დაკავების პერიოდში, 2014-დან 2017 წლამდე, ასეულათასობით ქრისტიანმა დატოვა იქაურობა.

პაპი ფრანცისკე ქურთთა რეგიონულ დედაქალაქ ირბილში ჩაფრინდა 7 მარტს, თავისი ისტორიული მოგზაურობის ბოლო დღეს. პაპმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა რეგიონის პრეზიდენტ ნაჩირვან ბარზანისთან და მის ძმისშვილთან, პრემიერ-მინისტრ მასმურ ბარზანისთან.

ფრანცისკე ყარაყოშის მახლობლად სტუმრობს ერაყის უდიდეს ეკლესიას, რომელიც ნაწილობრივ დაანგრიეს ისლამისტებმა. ამ არეალში მათი განდევნის შემდეგ ქრისტიანების ნაწილი უკან დაბრუნდა.

დღის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო ღვთისმსახურება ირბილის სტადიონზე, რომელიც ათი ათას ადამიანს იტევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG