Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად ბოლო კვირაში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვმა ევროპაში კვლავ მოიმატა


რიგი აცრების ცენტრთან ნიცაში, საფრანგეთში, 2021 წლის 6 მარტი
რიგი აცრების ცენტრთან ნიცაში, საფრანგეთში, 2021 წლის 6 მარტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპაში კვლავ დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატება, პირველად ბოლო კვირაში. მანამდე, ექვსი კვირის განმავლობაში ეს რიცხვი იკლებდა.

გასულ კვირაში ევროპის ქვეყნებში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა მილიონს მიაღწია, რაც 9 პროცენტით მეტია წინა კვირაზე.

ზრდას უკავშირებენ ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებას და ასევე საზოგადოებების "გახსნას", შეზღუდვების შერბილებას, როცა ეს ხდება "არა უსაფრთხო და გაუკონტროლებელი ფორმით", განაცხადა ორგანიზაციის ევროპის რეგიონის განყოფილების დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

სწრაფად გადამდები, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი, რომელიც შარშან ინგლისში იქნა აღნუსხული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან 27-ში გავრცელდა.

აშშ-ის, ისრაელის, ჩილესა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან განსხვავებით, ევროპაში მოსახლეობის აცრის ტემპი დაბალია.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამ ეტაპზე შეზღუდვების და კარანტინის განსხვავებული სიმკაცრე მოქმედებს.

6 მარტს პანდემიის გამო შეზღუდვების გამკაცრების მიმართ საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ავსტრიაში, შვეიცარიაში და ირლანდიაში.

გერმანიაში პირველად გამოჩნდა და სწრაფად გაიყიდა კორონავირუსის სწრაფი ტესტები.

გავრცელდა ცნობები, რომ კოვიდ-19-ზე აცრეს ნიგერიის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი, ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და ტიბეტის სულიერი ლიდერი, 85 წლის დალაი ლამა.

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პანდემიის პერიოდში მოსახლეობის დახმარების 1,9 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG