Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერებმა აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში


ჰაკერებმა აზიისა და ევროპის ქვეყნებში აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში.

თავდასხმისთვის მათ საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს. გაზეთი Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის ხელისუფლების ეჭვით, თავდასხმის უკან ჩინეთი დგას.

იერიში, სავარაუდოდ, დაიწყო შარშან, წლის ბოლოს. Microsoft-მა საპროგრამო უზრუნველყოფის სასწრაფო განახლება განახორციელა, რათა ჰაკერებისთვის კომპიუტერების გატეხვის შანსი არ მიეცა.

5 მარტის მონაცემებით, მათი მოხმარება საფრთხის ზონაში მყოფ მომხმარებელთა მხოლოდ ათმა პროცენტმა მოახერხა. WSJ-ის წყარო ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი, ვინც ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, 250 ათასს აღწევს. თუ დადასტურდა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ჰაკერული თავდასხმა ისტორიაში.

დაზარალებულები Microsoft Exchange-ს მოიხმარენ კომპიუტერებზე და არა ე.წ. cloud services-ს. ჰაკერებმა ამიტომ ვერ შეაღწიეს მსხვილ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებთან, თუმცა ზიანი მიაყენეს საქალაქო ადმინისტრაციების ქსელებში, საკრედიტო კავშირებსა და მცირე ბიზნესის კომპანიებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG