Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია კალესნიკავას მიენიჭება „მსოფლიოს ყველაზე მამაცი ქალების“ პრემია


მარია კალესნიკავა
მარია კალესნიკავა

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდნაციო საბჭოს წევრს, მარია კალესნიკავას მიენიჭა 2021 წელს „მსოფლიოს ყველაზე მამაცი ქალების“ პრემია. ჯილდოს უკვე 15 წლის განმავლობაში გასცემს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 8 მარტს გამართავს ჯილდოს გადაცემის ვირუალურ ცერმონიას. მასზე საგანგებო სიტყვით გამოვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მეუღლე ჯილ ბაიდენი.

წელს პრემიის ლაურეატები გახდნენ ასევე ქალები ბირმიდან, კამერუნიდან, ჩინეთიდან, კოლუმბიიდან და სხვა ქვეყნებიდან, იუწყება გამოცემა Colta. გარდა ამისა, ბლინკენი ჯილდოს მიანიჭებს შვიდ ავღანელ აქტივისტ ქალს, რომლებიც 2020 წელს მოკლეს საკუთარი თანამემამულეების „ცხოვრების გაუმჯობესების საქმისადმი ერთგულებისთვის“.

ბელარუსში უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამო. მისი მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ზეწოლის გამო დატოვა ქვეყანა, ზოგი კი, კალესნიკავას მსგავსად, დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG