Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსში „არავითარი ხელისუფლების გადაბარება“ არ მოხდება


ლუკაშენკა და პუტინი სოჭში
ლუკაშენკა და პუტინი სოჭში

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდ ლუკაშენკა აცხადებს, რომ მის ქვეყანაში „არავითარი ხელისუფლების გადაბარება არ მოხდება“. 2 მარტს ლუკაშენკამ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დღის წესრიგში არ მდგარა ბელარუსში ხელისუფლების გადაცემის საკითხი.

„ბელარუსში არავითარი ხელისუფლების გადაცემა არ მოხდება... ყველაფერი იქნება კონსტიტუციის შესაბამისად. ახალ კონსტიტუციას კი, როგორც მე უკვე ვთქვი, მომავალი წლის იანვარ-თებერვალში მივიღებთ. და ეს არის ყველაფერი, რაც ხელისუფლების გადაბარებას შეეხება“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

იგი ასევე გამოეხმაურა ბელარუსის რუსეთის შემადგებლობაში გაერთიანების შესახებ მოარულ ხმებს და“სიბრიყვე“ უწოდა ამ მიმართულებაზე მუშაობის დაწყებასაც კი იმ დრო, როდესაც სამყარო შეიცვალა და ხოლო სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობით ბელარუსს უფრო ძლიერი ურთიერთობის დამყარება შეუძლია რუსეთთან, ვიდრე ცალკეულ ტერიტიებს აქვთ თავად რუსეთის შიგნით, - დასძინა ლუკაშენკამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 22-23 თებერვლას პირისპირ შეხვედრა გამართეს რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში. შეხვედრას წინ უსწრებდა ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები რუსეთსა და ბელარუსში. ამასობაში იზრდება მოსკოვსა და მინსკზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა.

ევროკავშირი თანდათან უწესებს ბელარუსს სანქციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციისა და მასმედიის წინააღმდეგ რეპრესიების საპასუხოდ. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ლუკაშენკამ აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გზით გაიხანგრძლივა 26-წლიანი მმართველობა.

მაგრამ ლუკაშენკა უკან დახევას არ აპირებს და კვლავ განაგძობს ოპონენტების დევნას. ბელარუსის საგამოძოებო კომიტეტმა სამშაბათს ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას. „დღეისათვის ციხანოუსკაიაზე გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია ასევე, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ნდობით აღჭურვილი 4 პირის მიმართ დასრულდა გამოძიება.
მათ ბრალი ედებათ მასობრივი არეულობების მოწყობასა და ქალაქ გომელის სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG