Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს


ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში განხორციელებული ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური წყაროების ცნობით, ორი ქალი, Enikass TV-ის თანამშრომელი, 2 მარტს ზარგარანის რაიონში დახოცეს. კიდევ ერთი თანამშრომელი ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქის სხვა რაიონში მოკლეს. Enikass TV-ის ხელმძღვანელობამ ფეისბუკის საშუალებით დაადასტურა თავისი თანამშრომლების დახოცვა.

ამ თავდასხმაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.
ეს ბოლო ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა კერძო ტელეარხ Enikass TV-ის ჟურნალისტებზე.

შარშან დეკემბერში ტელეარხის ჟურნალისტი, მალალა მაივანდი და მისი მძღოლი დაიღუპნენ ავღანეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
მალალა მაივანდი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ ტელევიზიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG