Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ გორბაჩოვი 90 წლისა შესრულდა


მიხაილ გორბაჩოვი, 2018 წელი
მიხაილ გორბაჩოვი, 2018 წელი

საბჭოთა კავშირის პირველ და ერთადერთ პრეზიდენტს, მიხაილ გორბაჩოვს, 2 მარტს 90 წელი შეუსრულდა.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 1980-იან წლებში, გორბაჩოვი იყო „გლასნოსტის“ და „პერესტროიკის“ პოლიტიკის ინიციატორი, რისი მიზანიც მეტი გახსნილობა და რეფორმები იყო.

გორბაჩოვმა არაერთ შეთანხმებას მიაღწია განიარაღების სფეროში დასავლეთთან, და თვითონ თვლის, რომ „მთავარს მივაღწიეთ ქვეყნის შიგნით, ხალხმა თავისუფლებამ მოიპოვა, დასრულდა ტოტალიტარული სისტემა“.

გორბაჩოვის დროს დასრულდა „ცივი ომი“, საბჭოთა ჯარები გამოიყვანეს ავღანეთიდან, ჩატარდა პირველი თავისუფალი არჩევნები, უარი ეთქვა კომუნისტური პარტიის „წამყვან და წარმმართველ როლს“, აღმოსავლეთ და შუა ევროპის ქვეყნებმა მოიშორეს სოციალისტური სისტემა, გერმანიის აღმოსავლეთი, კომუნისტური ნაწილი, შეუერთდა დასავლეთს.

1990 წელს გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

მისი მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში გაჩაღდა არაერთი ეთნიკური კონფლიქტი. გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის რეფორმირებას ესწრაფვოდა და მისი დაშლა არ სურდა. 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ის პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა. საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში, პირველ რიგში რუსეთში, ბევრი თვლის, რომ გორბაჩოვია „დამნაშავე“ საბჭოთა კაშირის დაშლაში. თვითონ გორბაჩოვი აღიარებს შეცდომებს, მაგრამ აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის რეფორმირება ადრე უნდა დაწყებულიყო.

დასავლეთში მას ძირითადად დადებითად აფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG