Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა: დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს პირველად შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე ღარიბაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რაც შემეძლება, ეკლესიას აღვუთქვი და დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ მისთვის ილია მეორესთან შეხვედრა ყოველთვის დიდი ბედნიერებაა.

"დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამების კასკადი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არის ანტისახელმწიფოებრივი და მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG