Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის ჩრდილოეთში სკოლიდან გაიტაცეს 300 გოგონა, მიმდინარეობს მათი ძებნა


გატაცების მერე უშიშროების ძალების მიერ გათავისუფლებული ნიგერიელი სკოლის მოსწავლე ბიჭები. ნიგერია, 2020 წლის 18 დეკემბერი.
გატაცების მერე უშიშროების ძალების მიერ გათავისუფლებული ნიგერიელი სკოლის მოსწავლე ბიჭები. ნიგერია, 2020 წლის 18 დეკემბერი.

ნიგერიის ჩრდილოეთში, სკოლიდან რამდენიმე ასეული გოგონა გატაცეს შეიარაღებულმა პირებმა. თავდასხმა მოხდა 26 თებერვალს, დილით.

ზამფარის შტატში მომხდარი ასეთი ინციდენტი პირველი არაა ნიგერიაში. მოწაფეთა გატაცება არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყანაში.

Associated Press-ს უამბო ერთმა მშოლებმა, რომ სკოლის ადმინისტრაციის თანახმად, დაკარგულია 10-დან 13-წლამდე ასაკის 300 გოგონა,

ადგილობრივი მცხოვრების, მუსა მუსტაფას თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს ასევე სამხედრო ბანაკზე და გამშვებ-საკონტროლო პუნქტზე და ამიტომ ვერ მოახერხეს სამხედროებმა შებრძოლებოდნენ მოძალადეებს, რომლებიც დიდხანს იმყოფებოდნენ სკოლის ტერიტორიაზე.

არაფერს იტყობინებიან დაღუპულთა და დაშავებულების შესახებ.

უშიშროების ძალები ეძებენ დამნაშავეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG