Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან


საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა და ისაუბრა, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან.

ხვალიდან, 25 თებერვლიდან

  • იხსნება სამთო-სათხილამურო კურორტები;
  • მუშაობას იწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

1 მარტიდან

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას შეძლებენ;
  • ბათუმში რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
  • შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.

8 მარტიდან

  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ;
  • მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა);
  • ამუშავდება სამთ-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები.

15 მარტიდან

  • უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას შეძლებენ;
  • ამუშავდება სასკოლო წრეები;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ.

1 აპრილიდან

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას.

"კომენდანტის საათის" მოხსნის თარიღი კვლავ უცნობია. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

XS
SM
MD
LG