Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილის თქმით, მელიას დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ შეავიწროვა შეთანხმების სივრცე


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სამუშაო შეხვედრა გრძელდება.

„ფასილიტატორებს აქვთ სურვილი, რომ დაადგინონ მხარეების პოზიციები. ისინი ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ, რომ დაადგინონ, არის თუ არა სივრცე იმისთვის, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები.

ჩვენ ვსაუბრობთ მათთან ჩვენს პოზიციაზე, როგორ გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ სივრცე რაიმე შეთანხმების შეამცირა და შეავიწროვა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ნათელი - ჩვენ არასდროს არ გვითქვამს დიალოგზე უარი, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს.

არსებობს ორი მთავარი საკითხი - პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი.

ჩვენ გვქონდა საუბარი, როგორ და რა მექანიზმებით შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, იმისთვის, რომ უზრუნველყოს შედეგი“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დაანონსდა.

მანამდე, სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG