Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრამდე კომენტარს აკეთებს


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.

შეხვედრაზე შესვლამდე, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში დაძაბული სიტუაციის განმუხტვა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთმანეთთან დიალოგს გააგრძელებენ:

„დღეს, ისე, როგორც არასდროს, მთავარი სიტყვებია დეესკალაცია, მოლაპარაკებებთან დაბრუნება, არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თქვენ მოისმინეთ ბევრი გამოძახილი როგორც ევროპელი, ისე სხვა ქვეყნების მეგობრებისა და პარტნიორებისგან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე, ამ საღამოს, ვმასპინძლობ სტუმრებს. ჩვენ სხვადასხვა მხარეს ველაპარაკებით. ჩემი, როგორც ამ პროცესში ფასილიტატორის ძალისხმევით, იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები გაგრძელდება“.

შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაინიშნა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG