Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: უგულავა და ხაზარაძე რომ იბრიქებოდნენ, დაიცვეს მელია?!


პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ "ცეცხლზე ნავთი დაასხა". მან მოვლენის შეფასების დროს ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც გააკრიტიკა.

"ეს მუშტების ბრახუნი და წინასწარ პირობების დაყენება ორივე მხრიდან არის ცუდი. თავი დაანებონ ამ წინაპირობებით ლაპარაკს. რა თქმა უნდა, დაამძიმა სურათი დღევანდელმა სპეცოპერაციამ და ნიკა მელიას დაჭერამ. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ამოსუნთქვა, დამშვიდება...

ხალხზე უნდა ვიფიქროთ და ხალხზე უნდა ვილაპარაკოთ. ვხედავთ, ხო? იბრიქებოდნენ [გიგი] უგულავა ("ევროპული საქართველოს" ლიდერი) და [მამუკა] ხაზარაძე ("ლელოს" ლიდერი) - დაიცვეს მელია, სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ?! ვინ შეატოვეს? ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს. აი, ასეთი ლიდერები არიან ისინი", - თქვა ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG