Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NHL და კლუბი აცხადებენ, რომ რუსი ჰოკეისტი, რომელიც ნავალნის მიემხრო, „დაშინების ტაქტიკის“ სამიზნეა


არტემი პანარინი
არტემი პანარინი

ჩრდილოეთ ამერიკის ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL) და კლუბი „ნიუ-იორკ რეინჯერსი“ მხარდაჭერას უცხადებენ რუს ჰოკეისტს, კლუბის თავდამსხმელს, არტემი პანარინს მას მერე, რაც მისმა ყოფილმა მწვრთნელმა რუსეთში ჰოკეისტი ქალის ცემაში დაადანაშაულა. კლუბი აცხადებს, რომ პანარინის მისამართით გამოთქმული მტკიცება „დაშინების ტაქტიკაა“ სპორტსმენის გამონათქვამის გამო ამასწინანდელი პოლიტიკური მოვლენების დროს.

კლუბმა განაცხადა, რომ 29 წლის პანარინს დაასვენებენ ამ ამბების ფონზე.

პანარინმა, რომელსაც ადრე რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული აქვს კრიტიკა, „კატეგორიულად უარყო ბრალდება და მათ შეთითხნილი“ უწოდა.

ამბის წყაროა ანდრეი ნაზაროვი, რომელიც ცოტა ხნით იყო პანარინის მწვრთნელი. მან გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ უამბო 20 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში, რომ პანარინმა 2011 წელს, ქალი გალახა რიგაში, სასტუმროს ბარში, თამაშის მერე.

ნაზაროვის თქმით, ის ამას ჰყვება, რადგან არ ეთანხმება პანარინის მხრიდან რუსეთის მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

გასულ თვეში პანარინმა სოციალურ მედიაში მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთში დაპატიმრებულ ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG