Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს 14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც 14 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. არასრულწლოვანმა გოგომ თავი მოიკლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ჟურნალსიტებს უყვება გასული წლის ივლისში მის 13 წლის შვილიშვილზე 23 წლის კაცის მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ. ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყო, როცა სავარაუდო მოძალადე გოგოსთან ისევ გამოჩნდა.

არასრულწლოვნის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახმა პოლიციას შეატყობინა: "ექსპერტიზის დასკვნის ჩამოსვლას ელოდა და დაიგვიანა იმან. ის ბიჭი არ იყო დაკავებული. ამაზე დარდობდა. დღეს სამსახურიდან რომ მოვედი ასე დამხვდა (გარდაცვლილი)".

XS
SM
MD
LG