Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სანქციები დაუწესა "რუსეთის ტროის ცხენად" მიჩნეულ მედიასაშუალებებს, რომლებიც პუტინის მეგობართანაა დაკავშირებული


უკრაინამ სანქციები დაუწესა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირესთან, რაც ნაწილია ქვეყნის შიგნით კრემლის მომხრე ფიგურების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა კიევის მხრიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს ხელი მოაწერა მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ სანქციებს სამი სატელევიზიო არხის წინააღმდეგ, რომლებსაც ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის, "სიცოცხლის პლატფორმის" წევრი. თუმცა, უკრაინის მედიის თანახმად, ეს მედიასაშუალებები - უკრაინული ტელეარხი 112, NewsOne-ი, და ZIK-ი - რეალურად ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაშია, რომელიც არის ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი აირჩია თავისი ქალიშვილის ნათლიად, უარყოფს ტელეარხების ფლობას.

2 თებერვალს დამტკიცებული სანქციებით, ტელეარხები დაუყოვნებლივ დაიხურა, თუმცა ისინი ინტერნეტით განაგრძობენ მაუწყებლობას. სერჰეი ლეშჩენკომ, უკრაინის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ამ არხებს უწოდა "რუსეთის ტროის ცხენი", ქვეყნის შიგნით კრემლისტური პროპაგანდის გავრცელების გამო. ლეშჩენკო YouTube-ს მოუწოდებს, ამ არხების მაუწყებლობა აკრძალოს.

პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ეს არხები "საკმაოდ აქტიურად და ხშირად ღიად იყო გამოყენებული უკრაინაში უცხოეთის პროპაგანდის გასავრცელებლად".

XS
SM
MD
LG