Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის სამინისტრო ნამახვანი ჰესზე განცხადებას ავრცელებს


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020 წელს, სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემას წინ უძღვოდა დეტალური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტის პირველად ვარიანტში რამდენმეჯერ შევიდა ცვლილებები, კერძოდ თუ თავდაპირველი პროექტი მოიცავდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას, 2020 წელს სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტზე.

სამინისტრომ გაცემული გადაწყვეტილებით და შესაბამისი პირობების დადგენით ერთგვარად მინიმუმამდე დაიყვანა როგორც სამშენებლო საქმიანობის, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი შესაძლო რისკები შესაბამისად ამ საკითხზე სპეკულირება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მოსახლეობას ყველა საშუალება ჰქონდა იმისთვის, რომ საჯარო დებატებში ჩართულიყო. გადაწყვეტილების მიღებამდე გაიმართა 2 საჯარო განხილვა. ამასთან პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა („მწვანე ალტერნატივა“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებ მოთხოვნით განცხადება 2 თებერვალს გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით, სათანადო კვლევებისა და მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG