1994 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ვარდნა შარშან, 2020 წელს დაფიქსირდა. 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მუდმივად იზრდებოდა, გამონაკლისი იყო 2009 წელი.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 1994 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,4%-ით შემცირდა. აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 2009 წელსაც, 3,65%-ით შემცირდა.
2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ კი, საქსტატის ცნობით, 6,1% შეადგინა.