Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მარტამდე ძალაში რჩება 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა


21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება 1 მარტამდე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

პირველი თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG