Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება


რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, ფრენები სამედიცინო პროტოკოლის დაცვით აღდგება.

„1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“.

მინიტრმა არ გამორიცხა, რომ გაზაფხულზე საქართველო შეძლებს ისრაელიდან და ევროპის იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღებას, სადაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

საქართველომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და მას შემდეგ, ქვეყანაში შეზღუდვები გარკვეული პერიოდებით ხანგრძლივდებოდა. 2020 წლის 17 დეკემბერს ითქვა, რომ ფრენების აღდგენა იგეგმებოდა 2021 წლის 31 იანვრიდან.

გამონაკლისების სახით, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შესაძლებელი რეგულარული ავიამიმოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG