საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხზე ილაპარაკა „ტვ პირველის" ეთერში.
„რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო, ვთქვათ, რისკის დაავადებას”, - თქვა პაატა იმნაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე დადასტურებულია მზადყოფნა, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის ასაცრელად მიაწოდონ დაავადება COVID - 19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზას.