თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
დაიბადა 1971 წლის 9 ოქტომბერს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
განათლება:
2000 წ. – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის კვალიფიკაცია;
1995 წ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი, ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 28 დეკემბრიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
2020 წელი (ივლისი-დეკემბერი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე.
2019-2020 წწ. – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
2019-2020 წწ. – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლიდან დღემდე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
2015-2019 წწ. – საპროკურორო საბჭოს წევრი.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2008-2017 წწ. – მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2008 წ. – აპრილიდან აგვისტომდე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აგვისტოდან დეკემბრამდე გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2007-2008 წწ. – მცხეთის რაიონული პროკურატურა, პროკურორი.
2006-2007 წწ. – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.
2006 წ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2004-2005 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი.
2002-2004 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლოს, სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი.
1999-2002 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე.
1997-1999 წწ. – ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელი. პარალელურად საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელი.
სხვა მიღწევები:
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა – წარმატებით.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა – წარმატებით.
2002-2003 წწ. – შსს აკადემიის ასპირანტურა.