Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იგორ დოდონი პოსტიდან გადადგომის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და იქიდან გააკრიტიკა მაია სანდუ

იგორ დოდონი პოსტიდან გადადგომის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და იქიდან გააკრიტიკა მაია სანდუ


მაია სანდუ და იგორ დოდონი
მაია სანდუ და იგორ დოდონი

მოლდოვის ექსპრეზიდენტი იგორ დოდონი „აბსურდს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ მისი მემკვიდრე, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი რუმინეთის მოქალაქეა, ხოლო მაია სანდუს ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ოფიციალური საიტის თანახმად, სახელმწიფო ოფიციალურ ენად მოლდოვურთან ერთად რუმინულიც გამოცხადდა.

ამის შესახებ იგორ დოდონმა ისაუბრა რუსულ სახელმწიფო ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში.

იგორ დოდონი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ახლდნენ პარლამენტის სპიკერი, ზინაიდა გრეჩანი, კიშინიოვის მერი და გაგაუზიის ავტონომიის ლიდერი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობაში დოდონი აღნიშნავს, რომ მოსკოვში იმყოფებოდა „სამუშაო ვიზიტით“ და რუსეთსა და მოლდოვას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილეს, დმიტრი კოზაკსა და რუსეთის სახელმწიფო დუმის ფედერალური კრების თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს.

მოლდოვის არჩეული პრეზიენტი, მაია სანდუ, 24 დეკემბერიდან შეუდგა მოღვაწეობას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. პირველმა ქალმა პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი წარმოთქვა კიშინიოვში, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ერთობლივ სხდომაზე.

მაია სანდუ ემხრობა მოლდოვის ევროპულ ორიენტაციას და დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. მოლდოვის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს გამართავს მეზობელ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG