Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სომხეთი შევიდა ქვეყნების პირველ სამეულში, სადაც რუსეთი ყველაზე მეტად უყვართ

სომხეთი შევიდა ქვეყნების პირველ სამეულში, სადაც რუსეთი ყველაზე მეტად უყვართ


ერევნის ქუჩებში
ერევნის ქუჩებში

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ყველაზე მეტად რუსეთი უყვართ ტაჯიკეთში. მეორე ადგილზე გავიდა სერბეთი, ხოლო სამეულში ბოლო ადგილზეა სომხეთი.
რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლებად თბილად არიან განწყობილი ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, სირიაში, უკრაინაში, ბულგარეთსა და ჩინეთში.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოკითხვის შედეგად ათეულში საერთოდ არ აღმოჩნდა აზერბაიჯანი.

წლის ბოლოს, რუსეთის ავტორიტეტულ გაზეთ „ვედომოსტის“ თანახმად, მკითხველებმა წლის პოლიტიკოსად დაასახელეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, გაზეთის რედაქციამ 2020 წლის პოლიტიკოსად დაასახელა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

XS
SM
MD
LG