Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს ხალხს დაბადების დღეზე ეპატიჟება

ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს ხალხს დაბადების დღეზე ეპატიჟება


ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

ახალი პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ე.წ. ივენთის (ღონისძიების) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და 31 დეკემბრის ღამეს, მოქალაქეებს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება.

„ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში უნდა გაიმართოს, მუსიკალურ გაფორმებას კი უზრუნველყოფენ დიჯეები:

"რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ბევრ ჯანმრთელობას", - წერია ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუკის ივენთის აღწერაში.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულია შეზღუდვები, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისი წესდება ორ - 31 დეკემბრისა და 6 იანვრის - ღამეზე.

XS
SM
MD
LG