Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე სადავო კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის ინიციატივით გამოდის


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, მანდატებზე უარის თქმის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი დასკვნებისთვის ვენეციის კომისიას ან ოდირს გაეგზავნოს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების, იგივე პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, მან განაცხადა, რომ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მათზე მუშაობა რამდენიმე კვირით, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან შესაბამისი დასკვნის მიღებამდე უნდა შეჩერდეს:

„დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში, ან გნებავთ ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე. დაველოდოთ ვენეციის კომისიის ან ეუთო/ოდირის ან ორივეს ერთად პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროქტების განხილვა მეორე მოსმენით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიისგან, ეუთო/ოდირისგან ან ორივესგან კანონპროექტებზე სამართლებრივი პოზიციის მიღების შემდეგ, ოპოზიციას კანონპროექტების კრიტიკისთვის საბაბი აღარ დარჩება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი.

XS
SM
MD
LG