Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმის დახურვას ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ


თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„გავასაჩივრებთ ამ დადგენილებას და იმედი გვაქვს, რომ მივმართავთ ადამიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოსაც - რომ არ მოხდა სიცოცხლის უფლების დაცვა და საქმის სრულყოფილი გამოძიება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი.

მისივე თქმით, დამატებითი კონკრეტული ნაბიჯები გადაწყვეტილი ჯერ არაა, რადგან უფლებადამცველებს ჯერ არ ჩაბარებიათ პროკურატურის დადგენილება წერილობითი სახით:

„ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხედრა და ოჯახმა განუცხადა პროკურატურას, რომ ჯერ კიდევ ვერ მიიღო გარკვეულ კითხვებზე პასუხები და გრძელდებოდა სამუშაო რეჟიმი. ქალბატონი თეონა უნდა გაცნობოდა საქმის მასალებს, უნდა წარგვედგინა მტკიცებულებები და უნდა დაგვესვა კითხვები პროკურატურასთან, თუმცა სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება“.

პროკურატურამ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დაკსვნით დაიხურა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

XS
SM
MD
LG