მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის არმიის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა ტყვედ სოფელ ხცაბერდთან. როგორც რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია იტყობინება, ეს ინფორმაცია დაადასტურა ყარაბაღის ლიდერმა არაიკ ჰარუთიუნიანმა.
„ამჟამად თავდაცვის სამინისტრო არკვევს ვითარებას. მე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ პასუხისგებაში მიეცენ ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლები“, განაცხადა ჰარუთიუნიანმა.
მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ქმით, „უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქვედანაყოფი, რომელშიც 60 სომეხი სამხედრო მოსამსახურე იყო.“
მედიის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილთა უმრავლესობა სომხეთის შირაქის ოლქის მაცხოვრებელია. სამხედროების ნათესავებმა გადაკეტეს გიუმრი-ერევნის დამაკავშირებელი ავტოტრასის მონაკვეთები. ისინი საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთის სამშვიდობო ძალებიც ალყაში იმყოფებიან“.