Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ NATO-ს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს


ღია კარის პოლიტიკაზე ნატო-ში დისკუსია ნამდვილად აქტიურად მიმდინარეობს, – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

„როგორ წავწევთ ამ საკითხს, როგორ ვაქცევთ რეალობად, როგორ დავეხმარებით პარტნიორებს, ეს არის ის, რასაც ახალ იმპულსს მივცემთ მომდევნო თვეებში. დარწმუნებული ვარ, 2021 წლის სამიტზე ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სამიტის კომუნიკეს მომზადებისას განიხილავენ“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმი წარმომადგენელი შეეხო ასევე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ "პოლიტიკური პოლარიზაციას" და აღნიშნა, რომ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სურს, იხილოს ამ პოლარიზაციის აღმოფხვრა.

"ახლა თქვენგან გავიგე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი აირჩია. გუშინ ვფიქრობდი, ნეტავ, როგორც დასრულდა ეს სიტუაცია. ვიცი, რომ აშშ და ევროკავშირი ძალიან აქტიურობდა საქართველოში. დიპლომატები ესაუბრებოდნენ ოპოზიციას და ასევე მთავრობას. NATO-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრა. ჩვენ NATO-ში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული," – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

XS
SM
MD
LG