Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო


პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. დადგენილება საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით მიიღო.

ყველა ის პირი, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია. ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის პარლამენტს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ, თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ. 11 დეკემბერს, 12 საათზე, პარლამენტის სხდომის პარალელურად, „პირველი რესპუბლიკის პარკში“, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ამით დაადასტურეს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვა.

მათი განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.

XS
SM
MD
LG