Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ხელს აწერენ მემორანდუმს - უარი მანდატებს


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად, "პირველი რესპუბლიკის პარკში", მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არიან შეკრებილები, სადაც ისინი მემორანდუმით დაადასტურებენ უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვას.

უარი საპარლამენტო მანდატებზე

ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა, ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე.

პოლიტიკური პარტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით

პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები.

პოლიტიკური პარტიების განცხადება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმები მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები და მოწვეული სტუმრები იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG