„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას გააცნო პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო თანამდებობების დაკავების შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება;
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი;
ვიცე-სპიკერი - კახა კუჭავა;
ვიცე-სპიკერი - დავით სერგეენო;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ირაკლი კობახიძე;
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე.
კობახიძემ, აგრეთვე, დაასახელა კომიტეტების მომავალი თავმჯდომარეები:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - თეა წულუკიანი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ" 90 მანდატი მოიპოვა. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს.
მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.