Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ" ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია


ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას" შორის მიმდინარე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვამდე პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში თქვა:„ქართულმა ოცნებამ" ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია".

როგორც ელისაშვილი ამბობს, ის თავად ცდილობს მოლაპარაკების პროცესის გადარჩენას, რომლის „ჩაშლას, საბოტაჟს ეწევა ბოკერიას პარტია".

ალექსანდრე ელისაშვილმა დააზუსტა: „დღეს თქვეს, რაც მანამდე მოიტანეს წინადადება. გადავთვალოთ, გაყალბება ვიპოვოთ და ვაჩვენოთ, სადაც გინდათ გადავთვალოთ, როგორც გინდათ გადავთვალოთ. და დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. მოლაპარაკებებზეც მოიტანეს ეს წინადადება", - აღნიშნა ელისაშვილმა და დაამატა, - „რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ხო იყო მაგათი წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, რომ დავნიშნავთო, ოღონდ გვაჩვენეთ, რომ გაყალბდა. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ (ხო ყველა ვამბობთ, რომ გაყალბდაო) და დავამტკიცოთ ეს გაყალბება... როგორ უნდა დავამტკიცოთ და ჭრელად. არის ძალიან სანდო მეთოდები, რითაც შეგვიძლია დავამტკიცოთ. დეტალზე ვერ ვიტყვი. შეთანხმების ნაწილია".

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას.

9 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინა. მათ შორის, ის, რომ ყველა იმ დეპუტატს შეუწყდება სადეპუტატო მანდატი, რომელიც შესაბამის განცხადებას წარადგენს და შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საპარლამენტო დარღვევებს შეისწავლის. კომისიის მუშაობის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ 1 %-იანი გადახრის შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე მზადაა, პოლიტიკური კარიერა დაასრულოს. ის ამბობს, რომ ამავე გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყანაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილზეც და განაცხადა, რომ დაამტკიცებენ კანონს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას არაუფლებამოსილი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ისინი გემავენ პარტიული სიების განულებასა და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის მიზნით, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.

მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.

XS
SM
MD
LG