Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დეკემბერს ოპოზიციური პარტიები ხელს მოაწერენ სიების განულებას


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ მედიას გააცნო გეგმები.

„11 დეკემბერს პარტიები ხელს მოაწერენ პარტიული სიების ე.წ. ჩახსნას. 17 დეკემბერს უკვე ინდივიდუალურად, პარლამენტში ფორმალურად გასული ყველა დეპუტატი (გადაწყვეტილება ასეთია) დაწერს განცხადებას და ინდივიდუალურად დატოვებს პარლამენტს“, - აცხადებს გიგი უგულავა.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.

XS
SM
MD
LG