Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების დროს საჯაროდ რეპრესიებით გვემუქრება


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება მათი პარტიის მიმართ მუქარას შეიცავდა. მისი თქმით, ამით "ივანიშვილმა თავისი სახე აჩვენა".

"კობახიძე მოლაპარაკებების დროს საჯაროდ რეპრესიებით ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ქვეყნაში - "ნაციონალურ მოძრაობას". 700 ათასზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრაციიდან ჩახსნას აპირებს", - დაწერა "ფეისბუკზე" დეკანოიძემ.

კობახიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც საარჩევნო პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის შემთხვევაში პარტიას საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებენ.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულითა და სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს პრობლემების შექმნას... ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური ცენზის აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს დემოკრატიულ განვითარებაში", - დასძინა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. პარტია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა და ასე გაიმარჯვა და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG