Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩიას თქმით, "გირჩისთვის" უბარიერო, სრულად პროპორციული არჩევნები მთავარი საკითხია


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეების" მსგავსად, მათაც აქვთ "ქართულ ოცნებასთან" გამართულ მოლაპარაკებებზე მთავარი საკითხი. მან აღნიშნა, რომ მათი პარტიისთვის ასეთი საკითხია სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე.

"ალეკო ელისაშვილი გახდა თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი. ჩვენც გვქონდა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ არ დევს მისის სრული სახით [მოლაპარაკების] მაგიდასთან ჩვენ გვინდოდა ის, რის გამოც მოხდა "20 ივნისი", რის გამოც ერთი წელი ვიკრიბებოდით. ეს იყო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ჩვენ ეს გვინდოდა, რომ ყოფილიყო მთავარი საკითხი, თუმცა ვითვალისწინებდით კოლეგების აზრს", - თქვა იაგო ხვიჩიამ და დანარჩენ საკითხებზე "გირჩი" ოპოზიციის თანამოაზრეა.

ხვიჩიას ამ განცხადებას წინ უსწრებდა ალეკო ელისაშვილის ვიდეომიმართვა. ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ თუ არჩევნების საკითხზე "გაწიკწიკებული" დოკუმენტი შეიქმნება, ის მზად არის პარლამენტში შევიდეს.

XS
SM
MD
LG