Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქართველოში COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1387-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4260 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 227-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 147 636 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2947-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 124 568.

XS
SM
MD
LG