2 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოყენებისთვის დაამტკიცა გერმანიაში განთავსებული ფარმაცევტული კომპანიის, BioNTech-ის და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება. ბრიტანეთში ვაქცინის დარიგება უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.
ეს ბრიტანეთში ვაქცინის გამოყენებას მწვანე შუქს უნთებს მანამ, სანამ ამ მედიკამენტს ევროკავშირსა და აშშ-ში დაამტკიცებენ.
Pfizer-ის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. "ჩვენ კონცენტრირებული ვართ გადაუდებლობის პრინციპის შენარჩუნებაზე, რათა მაღალი დონის ვაქცინა უსაფრთხოდ მივაწოდოთ მსოფლიოს", - ამბობს ბურლა თავის განცხადებაში.
ვაქცინას განიხილავენ საუკეთესო გზად საიმისოდ, რომ მსოფლიომ ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს ნორმალური ვითარება გლობალური პანდემიის ფონზე, რომელსაც 1,5-მდე ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მძლავრი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.