Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მეყვავილეებმა დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს და გზის გადაკეტვა სცადეს


თბილისში, თამარაშვილის გამზირის ერთ-ერთ კვეთაზე განთავსებული ყვავილების მაღაზიებში დასაქმებულებმა მთავრობის ის რეგულაცია გააპროტესტეს, რომლითაც მათ მუშაობა აკრძალული აქვთ. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

"რატო მიკეტავენ საარსებო წყაროს, მე რა ვქნა?", - უთხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა პოლიციელს, რომელიც გზის გადაკეტვას უკრძალავდა მათ.

მეყვავილეები აცხადებენ, რომ ღია სივრცეში მათი მუშაობა საფრთხის შემცველი არაა და ვირუსის გადაცემის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.

მთავრობის რეგულაციას არ ემორჩილებიან არც რუსთავში დასაქმებული მოვაჭრეები. ისინი აცხადებენ, რომ თუ არ იმუშავებენ, საჭმლის ფული არ ექნებათ. მთავრობის რეგულაციებს აპროტესტებენ უმუშევრად დარჩენილი ბათუმელებიც.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ურჩევს, ონლაინვაჭრობა დაიწყონ.

XS
SM
MD
LG