Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 214 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 68 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა.

ბოლო ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 69 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, 22 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 28 კოვიდდადასტურებული პაციენტი.

ხოლო სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.

სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი არის 5380, 3616 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 68 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG