"ქართულ ოცნებას" 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებითა და 21 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურების შედეგების მიხედვით, 2020 წლის პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია უმრავლესობაში რჩება.
"ქართულმა ოცნებამ" 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. ეს იმ ფონზე, როცა ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ მონაწილეობდა მეორე ტურში. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, ბარიერი გადალახა, არ ენდობა მონაცემებს და არ აპირებს გამოიყენოს მიღებული 60 მანდატი.