Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმების 57%-ით


მაია სანდუ
მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების თითქმის 100% დათვლილია.

15 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ ხმების 57%-ით იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო.

მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად დაასახელა საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება. „ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

XS
SM
MD
LG