Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა


პარლამენტის მოქმედ წევრსა და მაჟორიტარ კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

"კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19, ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოში კორონავირუსი მოქმედ პოლიტიკოსს უდასტურდება. ვირუსი "ჩვენი სამშობლო - სოლიდარობის ალიანსის" რამდენიმე წევრს დაუდასტურდა, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კავშირის გამო ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში არიან.

თებერვლიდან, როცა ქვეყანაში პირველი კოვიდინფიცირებული აღმოაჩინეს, დღემდე ვირუსი 42 579 პირს დაუდგინდა.

XS
SM
MD
LG