ამ დროის მონაცემებით, როცა ხმების 100 პროცენტი დათვლილია, "ქართულმა ოცნებამ" 150-კაციან პარლამენტში 75 მანდატი უკვე მოიპოვა. მას სულ ერთი მანდატიღა დასჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს უმრავლესობა.
პროპორციული წესით ქართულმა ოცნებამ 61 მანდატი მოიპოვა, მაჟორიტარული წესით კი 14-მა კანდიდატმა პირველივე ტურში დააგროვა ხმების ნახევარზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტის დეპუტატები გახდებიან.
არსებული მდგომარეობით, მეორე ტური 16 სამაჟორიტარო ოლქში იმართება, აქედან 15-ში ქართული ოცნება ლიდერობს. უმრავლესობის მოსაპოვებლად კი მას მხოლოდ ერთი მანდატი სჭირდება.